საქართველოს საელჩომ ტალინში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „საშობაო ბაზრობაში“ მიიღო მონაწილეობა

25 ნოემბერს, საქართველოს საელჩომ ს რესპუბლიკაში მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (International Women’s Club) მიერ ტალინში ორგანიზებულ „საშობაო ბაზრობაში“.
საშობაო ბაზრობაში მონაწილეობას იღებს ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და იგი გამოფენა-გაყიდვის ფორმატით ტარდება, ხოლო შემოსული თანხა მთლიანად ირიცხება საქველმოქმედო ფონდში.
ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში საელჩომ წარმოადგინა სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია, მათ შორის ტრადიციული ქართული კერძები და სასმელები. ბაზრობას ეწვია ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი და ესტონეთის პირველი ლედი სირიე კარისი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა