ხელოვნების სასახლის კოლექციას შალვა ქიქოძის 21 ნამუშევარი შეემატა

ხელოვნების სასახლის კოლექციას გამორჩეული ქართველი მხატვრის შალვა ქიქოძის 21 ნამუშევარი შეემატა.
ეს არის უნიკალური კოლექცია, რადგან იგი მოიცავს უდროოდ გარდაცვლილი და უცხოეთში დაკრძალული მხატვრის თვალით დანახული 21 დიდი ქართველის შარჟს. ამ შარჟებში თქვენ იხილავთ კონსტანტინე გამსახურდიას, ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის და სხვათა შესანიშნავ, კოლორიტულ ფიგურებს.
„შალვა ქიქოძე თანამედროვე ქართული ფერწერის კორიფეა, ამდენად მის ყველა გამონათებას სამუზეუმო კოლექციებში დიდი ეროვნული მნიშვნელობა ენიჭება“, – ნათქვამია საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, ეჭვი აქვს იმ მცირე ჯგუფს, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს – რომლებსაც აჯერებენ, რომ თუთიყუშს ბუმბული გასძვრა იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღით მოწამლეს