ყოფილი ცოლის სახლში მოსასმენი აპარატურის დაყენების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 44 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის სახლში მოსასმენი აპარატურის დაყენება ედება ბრალად. მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა”, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
კაცი დააკავეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე. გამოძიება კი მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით – კერძო კომუნიკაციის მიყურადებისა და ჩაწერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”