ჰილარი კლინტონი კამალა ჰარისზე: ვიცი, რომ მას შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ მას ს დამარცხება შეუძლია.

„ის არის ნიჭიერი, გამოცდილი და მზად არის იყოს პრეზიდენტი. მე ვიცი, რომ მას შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება“, – აცხადებს ჰილარი კლინტონი.

ამასთან, ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ „საზრიანი ყოფილი პროკურორი იყო და წარმატებული ვიცე პრეზიდენტია“.

„მას შეუძლია იმედის მომცემი, გამაერთიანებელი ხედვა წარუდგინოს ამერიკელ ხალხს“, – აცხადებს კლინტონი.

ასევე დაგაინტერესებთ