სომხეთისა და დასავლეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე, კრემლში არ სურთ, რომ ერევანი პარტნიორებს ისე ეძებდეს, როგორც ამას “კიევის რეჟიმი” აკეთებდა.
“ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი პოლიტიკურ სიბრძნეს გამოიჩენს, პატივისცემით ვეკიდებით ასეთ [პარტნიორთა] ძიებას, ერთადერთი არ გვინდა, რომ მსგავსი ძიება სრულდებოდეს ისეთი რეჟიმით, რომელიც ერთ დროს კიევის რეჟიმმა აირჩია, ანუ “ან-ან”. პოლიტიკური ხედვის ასეთიუალტერნატიობა არაა ის, რის ნახვასაც ვისურვებდით.” – თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
მას შემდეგ, რაც სომხეთსა და მის მრავალწლიან მოკავშირე რუსეთს შორის ყარაბაღის მეორე ომის გამო ურთიერთობა გაუარესდა, პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ დასავლური კურსი აირჩია. ერევანი ბრიუსელთან და ვაშინგტონთან უფრო და უფრო მეტად ახლოვდება.
სომხეთში გასულ დღეებში ჩატარდა აშშ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2024. ამის შემდეგ კი ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.
17 ივლისს ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისია მომავალ თვეებში სომხეთის მთავრობასთან ვიზალიბერალიზაციის დიალოგის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.