შეიძლება, რუსეთს გადამცენ – ნადიმ ხმალაძე

“ტვ პირველის” ეთერში ნადიმ ხმალაძემ სუს-ში მის დაბარებასთან დაკავშირებით საუბრისას არ გამორიცხა, რომ მას უსმენენ და უთვალთვალებენ.
პირველი ზარი, როდესაც შემოვიდა ვერ გავიგე რა უნდოდათ. როცა ვეკითხები სუს-ის თანამშრომელს დაბნეული ხმით მესაუბრება, რა თქმა უნდა, ძალიან თავაზიანად. როცა ვუთხარი, რომ მაგისტრი მოსამართლის გარეშე დაკითხვაზე არ მოვალ, მაშინვე დამთანხმდა. მეორე დღესვე მომიტანეს უწყება. სადაც ვუთხარი, რომ აქ ვიქნები, ამ დროს, როცა მოვიდა მე იქ არ ვიყავი და დაჯდა იმ სკამზე, რომელ სკამზეც მე ვიჯექი. როცა გამოვედი შენობიდან და ვეკითხები, რომ თქვენ რა იცოდით რომ აქ ვიჯექი. ძალიან გამიკვირდა, რადგან არცერთ შემთხვევაში არ უნდა სცოდნოდა რომ მე იმ მაგიდასთან ვიჯექი”- აღნიშნავს ნადიმ ხმალაძე.
მისი თქმით, ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებიბს.
ხმალაძის განცხადებით, ხელისუფლება ქართველ მეომრებს ვერ შეაშინებს.
ისინი ვერ შეგვაშინებენ, ამიტომ ვფიქრობ რომ ეს არის პირდაპირ რუსული, კრემლის დავალება.კრემლი არ პატიობს მათ წინააღმდეგ მებრძოლ, მხოლოდ და მხოლოდ ქართველებზე აქ საუბარი.
როცა ვუყურებ რუსულ მედიას რამდენიმე ადგილას წავიკითხე, რომ ისე კარგად დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მებრძოლებზე ნადირობაო, რომ ს შემდგომ შესაძლებელია, რომ მოვითხოვოთ გადმოგვცენო. მე ეჭვი მაქვს, რომ თუ ასე მოხდა ესენი ამას გააკეთებენ” -აღნიშნა ში მებრძოლმა ქართველმა.
მისივე განცხადებით, ის უკრაინაში, ფრონტის ხაზზე აპირებდა, თუმცა სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით ის ქვეყანაში რჩება და გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდება.
მე ვაპირებდი ახლო პერიოდში უკრაინაში წასვლას, რომ არ ყოფილიყო აქციები მე წავიდოდი . შემდეგ ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ახლა, როდესაც ეს თემა დაიწყო მე აღარ მივდივარ უკრაინაში, რადგან არ მინდა ვინმეს ვათქმევინო, რომ რაღაცაში იყო საქმე და ეს კაცი ადგა და წავიდა. არ დავტოვებ ქვეყანას მანამ სანამ ეს გამოძიება მიმდინარეობს. ვერ შემაშინებენ. ერთადერთი არ მივცემ საშუალებას, რომ თუ ეს მართლა მოუვიდათ თავში, რომ მე გადამცენ რუსებს. ეჭვი მაქვს რომ ეს შეიძლება ოდესმე მოისურვონ და გააჩნია როგორ ბრძანებას მიიღებენ. ფულმა ისე გააგიჟა ეს ხალხი, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან” – განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ