ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – ხავიერ კოლომინა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კოლომინამ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
“კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, სკოპიეში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომის ფარგლებში. განვიხილეთ ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა. მე კიდევ ერთხელ მივულოცე საქართველოს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,”-წერს კოლომინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები და ნატოს 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები. ასევე, შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ალიანსს შორის მაღალ დონეზე არსებული კომუნიკაციის დინამიკას და თანამშრომლობის ინტენსიურ დღის წესრიგს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს