კობახიძე ვარჰეიზე: ჩემზე არ ყოფილა, ინგლისურში მხოლობითი და მრავლობითი ერთნაირად გამოითქმის

მინდა შეგახსენოთ კონკრეტული ევროკომისრის ზარი, რომელმაც მესიჯი გადმომცა პირდაპირ და მოგვიანებით, მან აღიარა, რომ საუბარი ჰქონდა ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით, უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას.
პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ტყვიებს ისვრიან “კილერები”. ჩემზე არასოდეს ყოფილა საუბარი, იყო მუქარა, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად – თქვენ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთშიო.
[…] პოლარიზაცია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ისვრის ტყვიებს, ტყვიებს ისვრიან “კილერები”. ეს იყო ზოგადი გაფრთხილება – თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, ხომ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზოგადი საფრთხეები ისედაც იარსებებდა.
ამას ემატება გამოძიების ინფორმაცია კონკრეტულ სამზადისთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ასეთი მოზაიკა იკვრება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვმართებს სერიოზული სიფრთხილე ყველაფრის გათვალისწინებით, საერთო კონტექსტის გათვალისწინებით.
არის ძალიან სერიოზული, მძიმე ინტერესები საქართველოს მიმართ და ასეთ პირობებში, ნებისმიერი მოვლენისგან, პრევენციულად უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვაკეთებთ.
თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მ, გადაცემა ღამის კურიერში.
23 მაისს მ განაცხადა, რომ მასთან საუბარში “ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”.
ამავე დღეს, უნგრელმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, კობახიძემ მათი სატელეფონო საუბარი სრულიად ამოიღო კონტექსტიდან და იმგვარად წარმოაჩინა, რომ შეიძლებოდა საუბრის მიზნის მისინტერპრეტაცია.