რეგიონი დგას განვითარების გამოწვევების წინაშე, რომელთაც ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაჭრის მარტო – ADB-ის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამისადმი ურყევი რჩება – ADB-ის პრეზიდენტი

მზარდი გაურკვევლობის წინაშე ვიმყოფებით, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვის ცვალებადი მდგრადობის გამო. შედეგად, ენერგეტიკასა და სურსათის უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება,- ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მასაცუგუ ასაკავას თქმით, რეგიონი დგას განვითარების გადაუდებელი გამოწვევების წინაშე, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა გადაჭრის მარტო.
“მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ პირველ მინისტერიალს, რომელიც 2019 წლის პანდემიით გამოწვეული ვირტუალური შეხვედრების შემდეგ პირველია. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას წლევანდელი მინისტერიალის მასპინძლობისთვის. ჩვენი კონფერენციის თემა მეტად აქტუალურია, რადგან რეგიონი დგას განვითარების გადაუდებელი გამოწვევების წინაშე, რომელთაც ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაჭრის მარტო. მზარდი გაურკვევლობის წინაშე ვიმყოფებით, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვის ცვალებადი მდგრადობის გამო. შედეგად, ენერგეტიკასა და სურსათის უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება. იცვლება სატრანსპორტო და სავაჭრო გზები. ჩვენ ასევე კლიმატური შოკების უფრო ხშირი და ინტენსიური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ეს ვნახეთ ამ რეგიონული პროგრამით გაერთიანებულ ქვეყნებში წყალდიდობებით, განსაკუთრებული სიცხითა და გვალვებით გამოწვეული ბოლოდროინდელი განადგურების მაგალითზე. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ეკონომიკურ აქტივობასა და ზოგადად არსებობას“, – აღნიშნა მასაცუგუ ასაკავამ.

ასევე დაგაინტერესებთ