იერუსალიმში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ქალი ემსხვერპლა, 7 სროლისას დაიჭრა

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, იერუსალიმში ტერორისტული თავდასხმის დროს 24 წლის ქალი მოკლეს, ხოლო, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიჭრა. მანამდე, მედიაში იერუსალიმში სროლის შესახებ ცნობები გავრცელდა.
პოლიციის თქმით, ორი თავდამსხმელი “ადგილზე გაანეიტრალეს”.
ისრაელური მედიის მიხედვით, სროლა ავტობუსის გაჩერებასთან დაიწყო. სასწრაფო დახმარების სამსახურის თქმით, დაჭრილთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
მასალა განახლებადია