ქართველ ხალხს აქვს საკმარისი გამოცდილება და სიბრძნე, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი , “ღამის კურიერის” ეთერში ევროინტეგრაციის პროცესებზე და იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას აღნიშნულ გზაზე ხელს უშლის, როგორც პრემიერმა განმარტა, ქართველ ხალხს აქვს საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ პროვოკაციებს არ წამოეგოს. მისი თქმითვე, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ბრძოლის შედეგად, ქვეყანა აგრძელებდა და აგრძელებს ბრძოლას ევროინტეგრაციის გზაზე.
“რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ეს არის არამარტო ხელისუფლების, არამედ ხალხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი – საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული და რომელი პრიორიტეტის შესაბამისადაც ჩვენ ვმოქმედებთ.
რაც შეეხება თვითონ დინამიკას და პროცესს, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც მოვისმინეთ ამ პროცესთან დაკავშირებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი წარიმართება იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც აქვს აღებული ჩვენს ქვეყანას და ეს არის ჩვენს საბოლოო მიზანთან დაკავშირებული, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული.
თქვენ გახსოვთ მსგავსი ტიპის განცხადებები 2022 წლის ივნისში, ან მოგვიანებით, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როცა უარი გვეთქვა სტატუსზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაშინ არავითარი მოთხოვნაც კი არ იყო წაყენებული ქვეყნის მიმართ, არაფერს არ ითხოვდნენ. არ იყო არც 12 პუნქტი, არც 9 პუნქტი, როდესაც 2022 წლის ივნისში საქართველოს ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე.
მოლდოვას, რომელიც არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ევროპული ქვეყანა, ძალიან სუსტი ინსტიტუტებით, მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა. მაშინაც იყო ათასგვარი განცხადებები. შემდეგ წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდა ეს პროცესი – იყო მუდმივი კრიტიკა, მუდმივი უარყოფითი განცხადებები, თუმცა ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველ ხალხთან ერთად და სწორედ ამ ბრძოლის საფუძველზე მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ვერავის ვერ ვათქმევინეთ, საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მათ შორის ვერც ქვეყნის შიგნით, ოპოზიციას, ს ჩათვლით. იგივე იყო ქვეყნის გარეთაც, არავინ არ ამბობდა ამას. საბოლოო ჯამში, ჩვენ ბრძოლის შედეგად, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.
არავითარი არსებითი განსხვავება არ არის იმ პროცესებსა და ამ განცხადებებს შორის, რაც იყო 2022-2023 წელს. იგივე უსამართლობასთან გვაქვს ჩვენ საქმე 2024 წელსაც. ახლაც ანალოგიურად თუ ჩვენ ერთად დავდგებით, მთლიანად ქართველი ხალხი და მე დარწმუნებული ვარ ასე იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ქართველ ხალხს აქვს დაგროვებული განსაკუთრებული გამოცდილება, ის გამოცდილება, რომელიც სამწუხაროდ, არ ჰქონდა უკრაინელ ხალხს, რის გამოც ის ქვეყანა მივიდა ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. ქართველ ხალხს აქვს საკმარისი გამოცდილება და ამასთან ერთად სიბრძნე დაგროვილი იმისთვის, რომ არავინ არ წამოაგოს პროვოკაციებზე და ასეთი ტიპის უსამართლობის ხარჯზე არ მოხდეს ქვეყნის წაყვანა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც, ჩვენი მეგობარი ქვეყანა წავიდა. თუ ჩვენ ერთად დავდგებით და სწორად გავაანალიზებთ ყველაფერს, ამ შემთხვევაში გაგრძელდება ქვეყნის განვითარებაც და ჩვენც წავიწევთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, კერძოდ, გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან,” – განაცხადა მ.
Next: ოპოზიციასაც აქვს სერიოზული გარე მხარდაჭერა, როცა გარე მხარდაჭერით სარგებლობენ სუბიექტები, რომლებიც სახელმწიფოსადმი მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, შემაშფოთებელია

ასევე დაგაინტერესებთ

ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც ჩვენ-მისი გუნდის თითოეულ წევრს. ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი, ვერ შეგვაცვლევინებენ მშვიდობის პოლიტიკას რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა