დიდმა ბრიტანეთმა გერმანიასთან ხელი მოაწერა დეკლარაციას თავდაცვისა და უკრაინის დახმარების სფეროში

დიდი ბრიტანეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ბერლინში იმყოფება ვიზიტით, გერმანიასთან ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას თავდაცვის სფეროში.
შეთანხმებაში ორი ქვეყანა კისრულობს ვალდებულებას, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საკუთარი თავდაცვითი მრეწველობის განვითარების, ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის მხარდაჭერის სფეროებში.
გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზში ჰილიმ განაცხადა, რომ დეკლარაცია წარმოადგენს დიდ ბრიტანეთსა და ევროპას შორის ურთიერთობების „გადატვირთვას“ ბრექსიტის შემდეგ.
BBC-ს მოჰყავს ჰილის სიტყვები, რომ საქმე ეხება არა უბრალოდ ქაღალდის ფურცელს, არამედ კონკრეტულ ვალდებულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ