ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას “ნაცმოძრაობის” კახეთის რაიონული ორგანიზაციები უერთდებიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას პარტიის კახეთის რაიონული ორგანიზაციები უერთდებიან. სიღნაღის, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრები პარტიაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას მოქმედ ხელმძღვანელობას აკისრებენ.
შესაბამის განცხადებაზე ხელმომწერები, ლევან ხაბეიშვილისგან, პოსტის დატოვებასთან ერთად, უახლოეს პერიოდში ყრილობის მოწვევასა და ახალი მმართველი ორგანოს არჩევასაც ითხოვენ.
ქვეყნის მასშტაბით, პარტიის წარმომადგენლები მოქმედ თავმჯდომარეს ღიად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში