კლიმატის ცვლილება საზღვრებს არ ცნობს – ევროკავშირი და საქართველო ერთობლივად მუშაობენ ამ გამოწვევების საპასუხოდ –

“ტემპერატურის მატება, მყინვარების დნობა, ამინდის მკვეთრი ცვლილებები, დანაკარგი ბიომრავალფეროვნების კუთხით და ა.შ. – ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებების შედეგებია. ევროკავშირი და საქართველო ერთობლივად მუშაობენ ამ გამოწვევების საპასუხოდ,”- ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა, მ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე გააკეთა.
მისივე განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი პრიორიტეტები მოიცავს სუფთა და განახლებადი ენერგიისა და ტრანსპორტის ხელშეწყობას, ასევე საჯარო დაწესებულებებში ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებას.
“ერთად ვმუშაობთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, წყლის რესურსების უკეთესად მართვაზე, ტყეებისა და დაცული ტერიტორიების დაცვაზე; ვპასუხობთ ნარჩენებისა და ინდუსტრიული დაბინძურების გამოწვევას.
ყველა ეს ნაბიჯი აისახება ჩვენს საერთო ვალდებულებაზე – დავიცვათ გარემო და ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებებს. საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა; ამავე დროს ევროკავშირი მხარს უჭერს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციას, რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს.
ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გარემოს უკეთეს დაცვას და საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
კლიმატის ცვლილება საზღვრებს არ ცნობს. ერთობლივი მუშაობით, რეალური ცვლილებები შეგვიძლია განვახორციელოთ და ყველასთვის უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ. საერთო მომავლის განსაზღვრაში თითოეული ადამიანის ქცევა მნიშვნელოვანია,”- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება