მოსკოვის მერია ქალაქის მცხოვრებლებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ $22 ათასს სთავაზობს

მოსკოვის მმართველები ქალაქის მოსახლეებს ში ბრძოლის სანაცვლოს 22 000 დოლარს სთავაზობს.
როგორც BBC წერს, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 1.9 მილიონი რუბლის ოდენობით ერთჯერადი ბონუსი დააწესა ქალაქის მცხოვრებთათვის, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან.
მოსკოვის მერიის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდებიან, სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ პირველ წელს, ჯამში, 5.2 მილიონ რუბლამდე მიიღებენ, რაც 59 600 აშშ დოლარია.
BBC აღნიშნავს, რომ უკრაინაში მებრძოლი რუსი მოხალისეებისთვის გათვალისწინებულია ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაშიც თუ ბრძოლაში დაშავდებიან. გამოცემა წერს, რომ სიმძიმის შესაბამისად ანაზღაურებამ შესაძლოა, 5 690-დან 11 390 აშშ დოლარამდე მერყეობს. გარდაცვალების შემთხვევაში კი მებრძოლთა ოჯახი 34 150 აშშ დოლარს იღებს.
გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ ასაიდუმლოებს სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას, სავარაუდო მაჩვენებელი მაღალია. BBC-ის ცნობით, მიმდინარე წლის მაისიდან ივნისის პერიოდში 70 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა.
ამასთან, სხვადასხვა დათვლებით ვარაუდობენ, რომ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა დაკარგა ჯარისკაცების 87%, რომლებიც ომის დაწყებამდე აქტიურ სამხედრო სამსახურში იმყოფებოდნენ, ტანკების ორი-მესამედი კი განადგურდა.
გამოცემა წერს, რომ სამხედრო პერსონალის გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, კრემლი ცდილობს ფრონტზე გასაგზავნად ჯარისკაცები მოიზიდოს. მათ შორის, პუტინმა ქვეყნის სამხედრო ძალების შემადგენლობა 170 000-დან 2.2 მილიონამდე გაზარდა, სადაც 1.32 მილიონი ჯარისკაცია.

ასევე დაგაინტერესებთ