26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის

26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის
26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი წარდგება. ეს არის „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტებულ პარტიას აერთიანებს, – ამის შესახებ ირაკლი მ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება.
„26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებითა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა