კობახიძე: თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, ომი 1 წელში დასრულდება, თუ რესპუბლიკელები – 6 თვეში

ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში დამთავრდება ომი ში. თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, როგორც უკვე ითქვა, ვფიქრობთ, რომ უკვე იანვარშიც შეიძლება ომი დასრულდეს. როგორც კი ომი დასრულდება, როგორც რეგიონში ვითარება დამშვიდდება, მაშინვე შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. […]
ურთიერთობების გადატვირთვა არ არის აპრიორი დამოკიდებული რესპუბლიკელების გამარჯვებაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დასრულდება ომი, თუ რესპუბლიკელები – სავარაუდოდ, ნახევარ წელიწადში. ორივე შემთხვევაში, ომი დასრულდება, ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ანუ აპრიორი რესპუბლიკელების გამარჯვებაზე არ არის დაფუძნებული ჩვენი ოპტიმიზმი და ჩვენი იმედები. […]
მე ვარ დარწმუნებული, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება 6 თვეშიც, დაიწყება არსებითად, თვისებრივად [-საქართველოს] ურთიერთობების გადახედვა.