კობახიძის ვარაუდით, აშშ-ში რესპუბლიკელების გამარჯვებით უკრაინის ომი უფრო მალე დასრულდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ირწმუნება, რომ -სთან ურთიერთობები მომავალი წლიდან გაუმჯობესდება.
ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებულია არა აპრიორი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებაზე, არამედ ში ომის დასრულებაზე. უკრაინაში ომი კი, კობახიძის აზრით, რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში უფრო ადრე დასრულდება.
„ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება. თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ვფიქრობთ, რომ შეიძლება ომი იანვარშიც დასრულდეს. როგორც კი ომი დასრულდება და რეგიონში ვითარება დამშვიდდება, საქართველოს მიმართ მიდგომები მაშინვე შეიცვლება, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. ანუ აპრიორი, ჩვენი იმედები და ოპტიმიზმი არ არის აპრიორი დაფუძნებული, „რესპუბლიკელების“ გამარჯვებაზე.
თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ომი ერთ წელიწადში დასრულდება, თუ რესპუბლიკელები — სავარაუდოდ ნახევარ წელიწადში. ორივე შემთხვევაში, როცა ომი დასრულდება, რეგიონში ვითარება დამშვიდდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება 6 თვეშიც, აშშ-სთან ურთიერთობების არსებითად და თვისობრივად გადახედვა დაიწყება.
„ერთი საერთო გვაქვს ჩვენ და დონალდ ტრამპს — ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრამპი იყო ერთადერთი ხელისუფალი აშშ-ში, რომლის პირობებშიც ამერიკას არ ჰქონია ომი და „ქართული ოცნებაც“ არის ერთადერთი ხელისუფლება ამ 30 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც საქართველოს არ ჰქონია ომი“, — თქვა კობახიძემ.
პრესკონფერენციაზე კობახიძეს შეახსენეს, რომ „ქართული ოცნების“ კრიტიკოსები არიან რესპუბლიკელები. მაგალითად, ჯო უილსონი, რომელიც არის MEGOBARI აქტის ინიციატორი; რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ტომ კინმა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” ლიდერ ს მუქარა ოპოზიციისადმი კარგად შეესაბამებოდა „უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს“.
„უხეირო არის თავად ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ არის ერთგვარი ისტერიკა კონკრეტულ ძალებში, რომლებსაც სურდათ საქართველოში მეორე ფრონტი, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს“, — განაცხადა საპასუხოდ კობახიძემ.
კობახიძემ ქართულ სახელმწიფოზე უსამართლო თავდასხმად შეაფასა წარმომადგენელთა პალატის ევროპის ქვეკომიტეტში მოსმენაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაჟღერებული კრიტიკა.
„როდესაც ასეთი ორკესტრირებული შეფასებები მოვისმინეთ კონგრესში, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პრაგმატული პოზიცია საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უსამართლო თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. აშკარაა, რომ კონკრეტულ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ საქართველოს მიმართ ისეთი ინტერესები, რომლებიც არ მიესადაგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმ, 1 წელიწადში, შესაძლოა 6 თვეშიც უკვე ურთიერთობები სერიოზულად გადაიხედება, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში“, — დასძინა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ კონსპირაციაა, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს. აშშ-ის და ევროკავშირის სტრუქტურებზე გლობალური ომის პარტიის გავლენით ხსნის „ოცნება“ იმ კრიტიკას და ურთიერთობების გაუარესებას, რომელიც რეალურად საქართველოში დემოკრატიის უკუსვლითაა გამოწვეული.

ასევე დაგაინტერესებთ