ირაკლი კობახიძე – არავითარი საფუძველი არ აქვს იმ ე.წ. კრიტიკას, რომელიც კონგრესში მოვისმინეთ – მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება იმ რელსებს, რომელსაც მიჩვეული ვიყავით

არავითარი საფუძველი არ აქვს იმ ე.წ. კრიტიკას, რომელიც მოვისმინეთ კონგრესში – საბოლოოდ, ყველაფერი გადაიხედება და მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება იმ რელსებს, რომელსაც მანამდე ვიყავით მიჩვეული, – ასე ეხმაურება პრემიერი, “რესპუბლიკელი” კონგრესმენის, ტომ კინის განცხადებებს.
როგორც მან აღნიშნა, კონგრესში კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პრაგმატული პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით და “უსამართლო თავდასხმა ვიხილეთ ქართულ სახელმწიფოზე”.
“დარწმუნებული ვარ, ვიდრე კონგრესმენმა კინმა ქართული კანონი რუსულად გამოაცხადა, ჯერ ქართული კანონი წაიკითხა ზედმიწევნით, მუხლობრივად, შემდეგ რუსული კანონი, შეადარა დეტალურად და ამის შემდეგ გააკეთა შეფასება. ეს, რა თქმა უნდა, მცირე ირონიაა. რეალურად, როდესაც ასეთი ორკესტრირებული შეფასებები მოვისმინეთ კონგრესში, მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პრაგმატული პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. ვიხილეთ უსამართლო თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. კარგად მოგეხსენებათ, არავითარი საფუძველი არ აქვს იმ ე.წ. კრიტიკას, რომელიც მოვისმინეთ კონგრესში. აშკარაა, რომ კონკრეტულ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ საქართველოს მიმართ კონკრეტული ინტერესები, ისეთი, რომელიც ეროვნულ ინტერესს არ მიესადაგება. ეს სამწუხაროა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 1 წელში, შესაძლოა 6 თვეშიც ურთიერთობები სერიოზულად გადაიხედება, როგორც კი დასრულდება ომი ში.
იქამდე იქნება განსხვავებული ინტერესები, ეროვნულ ინტერესებს აცდენილი. საბოლოოდ, ყველაფერი გადაიხედება და მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება იმ რელსებს, რომელსაც მანამდე ვიყავით მიჩვეული”, – აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება კონგრესმენის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა -ის ახლო პარტნიორს”, პრემიერმა აღნიშნა, რომ თავად ეს განცხადებაა “უხეირო”.
“ის განცხადება არის უხეირო, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები. ყველაფერი მიანიშნებს, რომ კონკრეტულ ძალებში ისტერიკაა, რომელთაც საქართველოში
მეორე ფრონტი სურდათ და ვერ მიაღწიეს. რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა იყო. გახსოვთ, რამდენი რამ გააფუჭა ამერიკის წინა ელჩმა, ევროკავშირის წინა ელჩთან ერთად. ამ პირობებში, თუ ვინმე უნდა ზრუნავდეს და ხელეწიფებოდეს ურთიერთობების გადატვირთვა, სწორედ მეორე მხარეა – ამერიკის შეერთებული შტატები. როდესაც ვხედავთ რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობას “ენჯეოების”
პირდაპირი მონაწილეობით და ამ პირობებში აპროტესტებ “ენჯეოების” გამჭვირვალობას, ლოგიკური დასკვნა ჩნდება, რომ ვიღაცას უნდა “ენჯეოების” ხელით რევოლუციის მესამედ მოწყობის მცდელობა. სწორი და სამართლიანი იქნებოდა, ნაცვლად სხვა თემებზე საუბრისას ურთიერთობების გადატვირთვაზე ვისაუბროთ”, – აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, “რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა, ტომ კინმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს – ოქტომბერში არის იმედის ადგილი საქართველოშიც და მოლდოვაშიც.
კონგრესმენის თქმით, მოუთმენლად ელის, როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი მთავრობის ქმედებებს ოქტომბრის კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე. ამასთან, მანვე დასძინა, რომ ოქტომბერში იმედი არის, როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვაში, რადგან მოსახლეობას საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება არ სურს.