თეონა აქუბარდია – სუს-ის სცენარი გადატრიალების შესახებ უცვლელია! – ის, რაც ახლა „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად სჭირდება, შიშის დანერგვაა

სუს-ის სცენარი გადატრიალების შესახებ უცვლელია! – ის, რაც ახლა „ქართული ოცნების” პროპაგანდას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად სჭირდება, შიშის დანერგვაა, – ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი თეონა აქუბარდია.
აქუბარდიას თქმით, 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც შს მინისტრმა ჭიკაიძემ “საბურავების რევოლუცია” დააანონსა, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება არაერთხელ დაიწყო, მაგრამ არ დასრულებულა. როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ასეთი გამოძიება შარშან შემოდგომაზეც დაიწყო.
“არც ერთი ამ გამოძიების დასრულება არავის ახსენდება, მით უფრო მაშინ, როცა სუს-ის მიერ გადატრიალების დაანონსების გამო “ოცნებამ” “შეკრების და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ანტიდემოკრატიული ცვლილებებიც კი შეიტანა, რაც პრეზიდენტის ვეტოთი შეჩერდა. ამიტომ სუს-ის მიერ ახალი გადატრიალების თუ შეთქმულების თეორიების ანონსი, სადაც მათი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები ფიგურირებენ, რომლებიც დღეს უკრაინის სახელმწიფო სახელმწიფო სამსახურში არიან, ნიშნავს იმას, რომ სუს-ი გადატრიალების მოწყობაში უკრაინის კვალს ხედავს, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებს აგრესორი ტერორისტულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული.
მთელმა მსოფლიომ იხილა 2-თვიანი მშვიდობიანი პროტესტი “რუსული კანონის” წინააღმდეგ, ისევე როგორც დღეს მიმდინარეობს მშვიდობიანი მზადება ს გზით რუსეთის ინტერესების გატარებაში მყოფი მმართველი პარტიის შეცვლისა.
ასევე საგულისხმოა “ოცნების” პროპაგანდა ამ საქმესთან დაკავშირებით გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით, რითაც ისინი დასავლეთის მტრობაზე აკეთებენ მორიგად აქცენტს. პრემიერი დაჟინებული აგრძელებს პროპაგანდას ევროკომისრის მიერ მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ, მიუხედავად სუს-ის უფროსის მიერ გაკეთებული განცხადებისა ამ საქმის უსაფუძვლობის შესახებ.
ფაქტი ერთია: – მშვიდობა მოაქვს ევროპულ ოჯახში გაერთიანებას, სადაც ომები არ არის, ხოლო ნგრევა და უბედურება რუსეთს, რომელზეც აკეთებს ფსონს “ქართული ოცნება”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ი იძიებს ში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც