ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალი დაიწყო

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალი დაიწყო. მინისტერიალში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ. სკოპიეში იმყოფება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ღონისძიებაზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავიდა ს საგარეო საქმეთა მინისტრი .
მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები.
მინისტერიალს პროტესტის ნიშნად არ ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, მასში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო. ს სოლიდარობას უცხადებენ ბალტიის ქვეყნები და სკოპიეში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას არც ისინი იღებენ.
ეუთო-ს მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
მინისტერიალი 1-ელ ნოემბერს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია