უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი – რუსეთის დანაკარგები უკრაინის დანაკარგებს სამჯერ აღემატება

რუსეთის დანაკარგები უკრაინის დანაკარგებს სამჯერ აღემატება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მათი დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია“, – განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.
თებერვალში, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
სირსკიმ დანაკარგების კონკრეტული მაჩვენებელი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს „სენსიტიური“ თემაა, რომელიც შეიძლება მოსკოვმა გამოიყენოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, მისთვის ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია და არ სურს, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს.
სირსკის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმიის შემადგენლობა 100-დან 520 ათასამდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი 690 ათასს მიაღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”