სუს-მა დაადასტურა, რომ იძიებს ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს

რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებენ.
სუს-მა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აღნიშნულის შესახებ ბოლო დღეებია „ქართული ოცნების“ წევრები და სახელისუფლებო არხები საუბრობდნენ.
სუს-ის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს ში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით“, – ნათვამია სუს-ის განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ სუსი ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლით გამოძიებას აწარმოების ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობის დაგეგმვაზე.
თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი დუმდა და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობდა.
ამასთან, რამდენიმე დღეა სუს-ში გამოკითხვაზე იბარებენ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, მათ შორის არიან: ნადიმ ხმალაძე, გელა კახაბრიშვილი, ლაშა ჭიღლაძე, ვაჟა ცეცაძე, ლაშა რუხაია, კონსტანტინე ჯღამაია.
რაც შეეხება შეთქმულების საქმეებს, „ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ „ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ