“მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე!”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“დღევანდელი დღე მთლიანად ეძღვნება ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. ჯერ ოდესა და რეგიონი, შემდეგ მიკოლაივი, შემდეგ კი ხერსონი. ბევრი საკითხი დაისვა, თითქმის ყველა მათგანი ეხებოდა უსაფრთხოებას, ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დაცვას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე! მადლობთ, ოდესა, მიკოლაევი, ხერსონი. მადლობა ამ დღისთვის. დიდება ჩვენს ძლიერ ხალხს! დიდება უკრაინას!”, – ამბობს ზელენსკი.