მამულაშვილის თქმით, ქართული ლეგიონის 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა რუსულ საგამოძიებო ჟურნალ The Insider-ს უთხრა, რომ ლეგიონის 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული. მისივე თქმით, მათი უმრავლესობა ახლა ში იმყოფება.
“მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების მსგავსი განვითარება [უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა] მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ჩვენი [ქართული ლეგიონის მებრძოლების] ძებნილთა სიაში შეყვანა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა. რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ. ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში ბრუნდებოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს წასულიყვნენ. მათ ეუბნებოდნენ: “აქ ბევრი რუსია, ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, გთხოვთ, წადით”.
არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისეების ნაწილის რუსეთში ექსტრადირება მოხდეს. მაგრამ მხოლოდ შემოდგომის ს შემდეგ. ქართველ მებრძოლების წინაშე მოახლოებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავავრცელე -ში. დარწმუნებული ვარ, იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ”. – უთხრა მამულაშვილმა The Insider-ს.
ტაბულა გავრცელებული ინფორმაციის შესაბამის უწყებებთან გადამოწმებას ცდილობს.
სამთავრობო მედიები, POS TV, რუსთავი 2, იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობენ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ვეტერანები იკითხებიან, სა და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მომზადებასაც ეხება. მათი გადმოცემით, ტერაქტები ჯერ კიდევ მზადების პროცესშია.
აღნიშნულის შესახებ სამთავრობო მედია სუს-ის მიერ სასამართლოში გამოკითხული მებრძოლის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის კომენტარზე დაყრდნობით საუბრობს, თუმცა, რეალურად, რამიშვილმა მხოლოდ გამოკითხვის შინაარსზე ისაუბრა და მტკიცებით ფორმაში არაფერი უთქვამს.
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. მოწმეებისა და ადვოკატების თქმით, გამოძიება 315-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებას ან ამბოხებასა და ტერორისტულ აქტს გულისხმობს.
გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია არიან.

ასევე დაგაინტერესებთ