ალექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს და ქვეყანას სჭირდება ნეიტრალიტეტი

ალექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს და ქვეყანას სჭირდება ნეიტრალიტეტი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს და ქვეყანას სჭირდება ნეიტრალიტეტი.
„მე მაწყობს სიტუაცია, როცა თავად წყვეტს საკუთარ ბედს. ეს პრაქტიკულად შესაძლებელია მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობებში. ჩვენ შეიძლება უამრავი რამ გვინდოდეს, შეგვიძლია შევქმნათ 250-გვერდიანი კონსტიტუცია, სადაც მხოლოდ ნატო ეწერება. რა შეიცვლება ამით? არაფერი“, – განაცხადა მან.
არესტოვიჩმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შესწევს ძალა შეაჩეროს ომი, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მასთან რუსეთის პრეზიდენტი არ გააფორმებს. „საჭიროა ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც უკრაინის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს, მაგალითად უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება