ჩინეთის შუამდგომლობით ჰამასი და ფატა დროებითი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ

ჩინეთის შუამდგომლობით დაპირისპირებული პალესტინური პოლიტიკური ჯგუფების, ჰამასის და ფატას და კიდევ 12 პალესტინური ჯგუფის წარმომადგენლებმა დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების მზაობაზე დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ინფორმაცია დეკლარაციის მიღების შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ჰამასის მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა გაავრცელეს.
“ჩინეთი და პალესტინა ერთგული ძმები და კარგი პარტნიორები არიან” – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა.
შეხვედრას და მოლაპარაკებებს ჰამასის და ფატას წარმომადგენლებს შორის ჩინეთი შუამდგომლობდა. პეკინში მოლაპარაკებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკლარაციის ტექსტში წერია, რომ ჰამას-ს ომის დასრულების შემდგომ ჰამასი და ფატა გამოთქვამენ მზაობას, ერთობლივად ჩამოაყალიბონ ღაზის სექტორის და დასავლეთ სანაპიროს დროებითი მთავრობა ტერიტორიების ეფექტური ადმინისტრირებისთვის, რეკონსტრუქციის პროცესის მონიტორინგისთვის და ს ჩატარებისთვის.
ჰამასის პრესსპიკერმა ჰოსამ ბადრანმა Telegram-ში დაწერა, რომ ეს დეკლარაცია დამატებითი პოზიტიური ნაბიჯია პალესტინური ეროვნული ერთობის მისაღწევად.
ისრაელის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე საუბრისას უკვე გამორიცხეს ომისშემდგომი ღაზის მმართველობაში ჰამასის და ფატას მონაწილეობა.
“ტერორიზმის დაგმობის ნაცვლად, მაჰმუდ აბასი ჰამასის მკვლელებთან და გამაუპატიურებლებთან თანამშრომლობს და ამით მის ნამდვილ სახეს წარმოაჩენს” – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი.
ჰამასსა და ფატას შორის დაპირისპირება ათწლეულებს ითვლის. 2006 წელს პალესტინელმა პრეზდენტმა მაჰმუდ აბასმა მთავრობა დაშალა, სადაც ჰამასი უმრავლესობას ფლობდა. მალევე ჩატარებულ არჩევნებში კი ჰამასმა გაიმარჯვა. 2007 წელს ჰამასმა ფატა ღაზის ტერიტორიიდან გააძევა და ღაზაში ჰამასის მმართველობა დამყარდა. ამის შემდეგ ფატას მმართველობის საზღვები დასავლეთ სანაპიროს მხოლოდ მცირე ტერიტორიაზე ვრცელდება.