ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეები ლელოს, ანა დოლიძის ხალხისთვისა და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედნის საარჩევნო ერთობას უერთდება.
შესაბამის ფოტოს ლელოს თავმჯდომარე Facebook-ზე ავრცელებს წარწერით – “ძლიერი საქართველოსთვის”. ინფორმაციას ტაბულას პარტიის პრესსამსახურიც უდასტურებს.
ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ 17 ივლისს გაერთიანდნენ.