„თურმე გეგმავდნენ ივანიშვილის და სხვა ლიდერების მკვლელობას“ — მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ სუსი ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლით გამოძიებას აწარმოების ს და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობის დაგეგმვაზე.
თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმს და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით „ნეტგაზეთის“ კითხვებს არ პასუხობს.
რა ხდება?
რამდენიმე დღეა სუს-ში გამოკითხვაზე იბარებენ ში მებრძოლ ქართველებს, მათ შორის არიან: ნადიმ ხმალაძე, გელა კახაბრიშვილი, ლაშა ჭიღლაძე, ვაჟა ცეცაძე, ლაშა რუხაია, კონსტანტინე ჯღამაია.
სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადეს და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ ნადიმ ხმალაძე და გელა კახაბრიშვილი. როგორც „ნეტგაზეთს“ მათმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, შეკითხვები შეეხებოდა, იცოდნენ თუ არა მათ ივანიშვილისა და „ოცნების“ ლიდერებისადმი ტერორისტული აქტების გეგმის შესახებ, რაზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.
რამიშვილისვე ინფორმაციით, ეს არის შეთქმულების ძველი საქმე, რომელსაც ახლა ტერორიზმის მუხლი დაემატა.
მდინარაძის განცხადება
სამთავრობო მედია, ისევე როგორც უმრავლესობის ლიდერი, ამბობენ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, გამოკითხულები და ადვოკატები მხოლოდ შეთქმულების მუხლზე აკეთებდნენ აქცენტს და ტერორიზმის მუხლით გამოძიების მიმდინარეობას მალავდნენ. თუმცა ნადიმ ხმალაძემ „ბათუმელებს“ 20 ივლისს, ჯერ კიდევ სასამართლოში გამოკითხვაზე მისვლამდე განუცხადა, რომ ის და კიდევ 2 მებრძოლი ტერორიზმის მუხლით სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს.
„პირველი სამი დღე იცოდნენ, რომ [გამოძიება] ორი მუხლით მიმდინარეობდა. არა მხოლოდ ისინი [მოწმეები], არამედ ნაცმოძრაობის ტელევიზიები, მათი უფლებადამცველები აქცენტს აკეთებდნენ, რომ შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ. დავუშვათ, სანამ გამოკითხვაზე მივიდოდნენ, არ იცოდნენ, იქიდან გამოსულმა ყველა მოწმემ ხომ იცოდა? რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს, არ არის ძალიან საეჭვო? აი, ამაში გაიშიფრნენ ისინი. ჯერ ერთი, ყველა საქმის კურსში იყო, რაში იყო საქმე, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გაუთქმელობის ხელწერილი და საიდუმლო გრიფი „არ არის არგუმენტი“, რამეთუ ერთ მუხლზე საუბრობდნენ და მეორეზე — არა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციური ტელევიზიები და მოწმეები საუბრობდნენ მხოლოდ შეთქმულების მუხლზე, რომ „მერე ამაზე „ეღლიცინათ“.
ამასთან, მამუკა მდინარაძე ერთმანეთს და „ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს“ უკავშირებს -ის პრეზიდენტობის კანდიდატ ს და ს პრემიერ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობებს და ივანიშვილისა და კობახიძისადმი დაუდასტურებელ მკვლელობის მუქარას.
„არ გამოუვათ არც მკვლელობები, რომელიც სადღაც დაიგეგმა. არც სხვა ქვეყნებში გამოუვიდათ საბედნიეროდ და ღმერთის წყალობით — სხვას ვერაფერს დააბრალებ, მაგალითად, ტრამპის გადარჩენას. ბოლომდე არ ხდება ის, რაც მათ დიდი სურათში აქვთ დაგეგმილი. საქართველოში გაიშიფრა. ეს ხომ შემთხვევითი არ არის. ეს გაგრძელებაა იმ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ირაკლი კობახიძის მკვლელობასთან დაკავშირებით. ახლა იგეგმებოდა თურმე ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი აფეთქებები და ტერორისტული აქტები. ეს დამთხვევაა და საღლიცინო საკითხია?“ — ამბობს მამუკა მდინარაძე.
დონალდ ტრამპის მოკვლა 13 ივლისს, პენსილვანიის შტატში ამომრჩეველთან შეხვედრისას სცადეს. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ცნობით, რომელიც ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს იცავს, სროლის შედეგად მოკლულია 20 წლის თავდამსხმელი თომას მეთიუ კრუქსი და ტრამპის შეხვედრის ერთი მონაწილე, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ისევე როგორც მანამდე სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა, ე.წ. გლობალური ომის პარტიას დაუკავშირა. ფიცოს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს 15 მაისს. თავდასხმისთვის დაკავებულია 71 წლის იულაი ცინტულა.
ასევე ამბობდა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ბედის გაზიარებით დაემუქრა. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მათი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილის კონტექსტიდან ამოგლეჯა მოხდა.
„ქართული ოცნების“ კონსპირაციაა, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს.
შეთქმულების საქმეები
„ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ „ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.
სუსის მიერ მიმდინარე წლის 8 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, „პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ“.
სუსის ცნობით, აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, „რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში“.
სუსმა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ გასული წლის სექტემბერშიც განაცხადა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. სუსი აცხადებდა, რომ აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.
ამ თემაზე:
მე და კიდევ 2 მებრძოლი ტერორიზმის მუხლით სუს-ში დაკითხვაზე დაგვიბარეს – ნადიმ ხმალაძე

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში