დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა

დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა, სადაც ჩინელ კოლეგა ვან ისთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ კულება “ინსტაგრამის” პირად გვერდზე წერს.
“გამარჯობა ჩინეთიდან. უკრაინის ლიდერის სა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის კონტაქტების განვითარებისთვის, უკრაინის წინააღმდეგ ს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინელი მაღალჩინოსნის ჩინეთში პირველ ვიზიტს ვახორციელებ. ეს ასევე 2012 წლიდან ჩინეთში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ორმხრივი ვიზიტია”, – წერს კულება.
მან აღნიშნა, რომ წინ დეტალური და საგნობრივი მოლაპარაკებებია ჩინელ კოლეგა ვან ისთან სამართლიანი მშვიდობისკენ მიმავალი გზების შესახებ.
“სამშვიდობო გეგმების კონკურენცია უნდა ავიცილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ და პეკინი პირდაპირ დიალოგსა და პოზიციების გაცვლას აწარმოებენ. განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებსაც. დარწმუნებული ვარ: მას შემდეგ, რაც მ ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, ჩინეთმა ჩვენს სახელმწიფოსთან ურთიერთობებს ევროპასთან თავისი სტრატეგიული ურთიერთობების პრიზმიდან უნდა შეხედოს”, – წერს კულება.
ცნობისთვის, კულება ჩინელი კოლეგის, ვან ის მოწვევით ჩინეთში ვიზიტს 23-25 ივლისს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”