ირანის საგარეო უწყება – ისრაელელი სპორტსმენები ღაზის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომის გამო პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ იმსახურებენ

ისრაელელი სპორტსმენები ღაზის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომის გამო პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ იმსახურებენ. ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ირანმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელელი სპორტსმენების „მიღებისა და დაცვის“ გამოცხადება დაგმო.
„ტერორისტული სიონისტური აპართეიდის რეჟიმის დელეგაციის მიღებისა და დაცვის გამოცხადება ბავშვთა მკვლელებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავს. ღაზის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომის გამო ისინი პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ იმსახურებენ“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების დროს ისრაელელ სპორტსმენებს პოლიცია 24 საათის განმავლობაში დაიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე მწამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში! – მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არცერთ მტერს არ გაუკეთებია