ეთიოპიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ მეწყერს 157 ადამიანი ესმხვერპლა

ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 157 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, სავარაუდოა, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს და მაშველებს ჩამოშლილი მიწის მასიდან დაღუპულთა ცხედრები ამოჰყავთ.
სამაშველო სამსახურის ცნობით, დაღუპულთა შორის 96 კაცია, 50 კი ქალი. მათივე თქმით, ამ დროისთვის მიწის მასიდან 5 ადამიანი ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა.
სტიქიის ზონიდან გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურთან ერთად შიშველი ხელებით ადგილობრივი მოსახლეობაც მუშაობს.