რეგიონებში 16 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო იხსნება – დეტალები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს განახლდა, 2024-2028 წლებში საქართველოში 324 ახალი სასტუმრო აშენდება. აქედან 22 საერთაშორისო ბრენდია. ყველაზე მეტი – 6 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო თბილისში გაიხსნება. რაც შეეხება რეგიონებს, უახლოეს წლებში ყველაზე მეტი – 5 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აჭარაში გაიხსნება, 4 – სამცხე-ჯავახეთში, 2-2 კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში და თითო-თითო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და მცხეთა-მთიანეთში.
2024-2028 წლებში ბათუმში 4 საერთაშორისო ბრენდი შემოდის: Babylon Tower, Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi, Ambassador Batumi, Ibis Style Batumi; ქობულეთში – ერთი, Hilton Garden Inn;
სამცხე-ჯავახეთში 2024-2026 წლებში 4 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება, 4 – აბასთუმანში, 1 – ბორჯომში. აქედან ყველაზე დიდი აბასთუმნის 150-ოთახიანი Paragraph Wellness Resort and Spa Abastumani-ია, ყველაზე პატარა – 60-ოთახიანი Best Western Plus Likani Resort;
კახეთში 2024 და 2025 წლებში Hotel Bodbe Sighnaghi და DoubleTree by Hilton უნდა გაიხსნას.
პირველი 160 სტუმარზეა გათვლილი, მეორეს – 200 განთავსების ადგილი აქვს;
საერთაშორისო ბრენდები შემოდიან მარტვილსა და განმუხურში. 42 ოთახიანი Salkhino Best Western-ს 120 ოთახი ექნება, 160-ოთახიან Paragraph Resort Ganmukhuri – 320;
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიმდინარე წელს 85 ოთახიანი Radisson Racha უნდა გაიხსნას, ხოლო 2025 წელს მცხეთა-მთიანეთში – 124-ოთახიანი Sioni Lake Resort & SPA, Le Meridien by Marriott
სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2026 წლებში აჭარაში გაიხსნება, ასეთია:
სასტუმრო / ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა
Babylon Tower / / 2025 / 168 / 336
Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi / ბათუმი / 2025 / 120 / 240
Ambassador Batumi / ბათუმი / 2025 / 182 / 300
Ibis Style Batumi / ბათუმი / 2024 / 121 / 236
Hilton Garden Inn / ქობულეთი / 2028 / 200 / 400
სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2026 წლებში სამცხე-ჯავახეთში გაიხსნება, ასეთია:
სასტუმრო / ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა
Hilton Double Tree / აბასთუმანი / 2024 / 140 / 280
Best Western Plus Likani Resort / ბორჯომი/ 2025 / 60 / 120
Paragraph Wellness Resort and Spa Abastumani / აბასთუმანი / 2026 /150 / 300
Rooms Abastumani / აბასთუმანი / 2024 / 76 / 152
სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2025 წლებში კახეთში გაიხსნება, ასეთია:
სასტუმრო / ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა
Hotel Bodbe Sighnaghi / სიღნაღი / 2024 / 130 / 160
DoubleTree by Hilton / გურჯაანი / 2025 / 100 / 200
სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2025 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიხსნება, ასეთია:
სასტუმრო / ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა
Salkhino Best Western / მარტვილი / 2025 / 42 / 120
Paragraph Resort Ganmukhuri / განმუხური / 2025 / 160 / 320
სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2025 წლებში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაიხსნება, ასეთია:
სასტუმრო / ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა
Radisson Racha / ონი / 2024 / 85 / 170
სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2025 წლებში მცხეთა-მთიანეთში გაიხსნება, ასეთია:
სასტუმრო / ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა
Sioni Lake Resort & SPA, Le Meridien by Marriott / სიონი / 2025 / 124 / 248