ხობის სპორტული კომპლექსი ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის, მკლავჭიდის და ტაეკვონდოს ჯგუფებისთვის შეძენილი ინვენტარი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ დაათვალიერეს.
„ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ცენტრმა 141 000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეიძინა.
სპორტული ინვენტარი მოიცავს: საჭიდაო „ჩუჩელებს“, ბაგირებს, ჭიდაობის ხალიჩებს, კრივის ოლიმპიურ რინგს, კრივის ტომრებს, შვედურ კედელს, ძალოსნობის შტანგას, მკლავჭიდის მაგიდებს, ტაეკვონდოს ტატამს, მულტიფუნქციურ სავარჯიშო სკამს.
ახალი სპორტული ინვენტარი, შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნას, სპორტის სახეობების პოპულარიზაციას და სპორტსმენთა წარმატებას შეუწყობს ხელს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!