მამუკა მდინარაძე – თუ იუსტიციის საბჭოს წევრის კონკურსით დანიშვნა გადაწყვიტე, კონკურსის ფორმალური მხარე ხომ უნდა დაიცვა?! – პრეზიდენტმა დისკრეცია არ გამოიყენა, კონკურსი ჩაატარა და დაარღვია

ვნახოთ, რა როგორ წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში – თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კონკურსით დანიშვნა გადაწყვიტე, კონკურსის ფორმალური მხარე ხომ უნდა დაიცვა?! თუ ამბობთ, რომ პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნა კონკურსის გარეშე შეეძლო, მან წევრი ასე არ დანიშნა, დისკრეცია არ გამოიყენა, კონკურსი ჩაატარა და დაარღვია, როცა შეეძლო მარტივად და დაურღვევლად გაეტანა! – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება გააჩერა.
ამ კონტექსტში მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როცა პირის კონკურსის გზით დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებ, მაგრამ ფორმალურ მხარეს არ იცავ, სასამართლოს ლოგიკა სწორია.
“მე ხომ სუბიექტური ვარ – ვარ “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და მათ შორის პოლიტიკურ შეფასებებშიც ძალიან სუბიექტური ვარ, თუმცა ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ, თუმცა ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ნეიტრალური ვიქნები!
მთავარია, იყო თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი – თუ კანონიერი იყო და საფუძველი ჰქონდა, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ყველა იტყუება, მათ შორის იტყუება “ნაცმედია“, ხოლო თუ სასამართლოს გადაწყვეტილება სუბიექტური და არაკანონიერი იყო და სამოტივაციო ნაწილში არარეალური მიზეზები მოიყვანეს, მაშინ რაღაც სხვასთან გვაქვს საქმე და შეიძლება რაღაც ნაწილში მართლებიც იყვნენ.
არავინ ინტერესდება, თუ რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება.
“ნაცმედია“ ამბობს, რომ “კლანია“ და კახა წიქარიშვილი იჩაგრება. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეუძლებელია, სასამართლო დამოუკიდებელი და ობიექტურია.
ვნახოთ, რა როგორ წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ეს ვინმემ გაამხილოს და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ.
თუ კახა წიქარიშვილი კონკურსით გავიდა, ამ კონკურსის ფორმალური ნაწილიც დაცული უნდა ყოფილიყო. თუ გადაწყვიტე კონკურსით დანიშვნა, კონკურსის ფორმალური მხარე ხომ უნდა დაიცვა? თუ გადავწყვიტე, რომ პირი კონკურსით დავნიშნო და ფორმალურ მხარეს არ ვიცავ, მაშინ სასამართლოს ლოგიკა სწორია და რა გინდათ, რას ემართლებით?!
არ არის ლოგიკა იმაში, რომ პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში წევრის დანიშვნა კონკურსის გარეშე შეეძლო – თუ შეეძლო, დაენიშნა კონკურსის გარეშე, მაგრამ რაკი დანიშვნა კონკურსის გზით გადაწყვიტა, კონკურსის ფორმალური მხარე ხომ უნდა დაეცვა?! მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კონკურსის გარეშე არ დანიშნა, დისკრეცია არ გამოიყენა, კონკურსი ჩაატარა და დაარღვია, როცა შეეძლო, რომ მარტივად და დაურღვევლად გაეტანა.
შეიძლება წინასწარ დადგმული სცენა იყოს – ვარღვევ, მერე ამაზე სასამართლო იტყვის, რომ დაირღვა და მერე ვიყვირებ: – არიქა, უფლება წამართვეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს

ირაკლი ნადირაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების – „ორი კვირა გამარჯვებამდე“ ჩატარებას ხელს უშლის