პაატა მანჯგალაძე – 26 ოქტომბერი არის რეალური შანსი, რომ ერთიანობით შევცვალოთ რეჟიმი, გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის საქმეში

ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ის, რომ 26 ოქტომბერს გამოვიყენოთ ჩვენი შანსი და ყველამ ერთად ვუთხრათ „არა“ რეჟიმს, რომელიც არც ხალხს უსმენს, არც კონსტიტუცია აინტერესებს და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა მ განაცხადა
მანჯგალაძის თქმით, 26 ოქტომბერი არის რეალური შანსი, რომ ერთიანობით გადამწყვეტი სიტყვა ითქვას.
„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება მით უფრო მეტ ახალ სიგიჟეს ჩადის. თუნდაც ის, რაც სასამართლო კლანმა გააკეთა, რომ პრეზიდენტს აუკრძალეს კონკურსის ჩატარების უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად, ნათელი დასტურია, რომ ხელისუფლებას სულ არ აინტერესებს ქართველი ხალხი და მისი კონსტიტუცია.
შესაბამისად, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ის, რომ 26 ოქტომბერს გამოვიყენოთ ჩვენი შანსი და ყველამ ერთად ვუთხრათ „არა“ რეჟიმს, რომელიც არც ხალხს უსმენს, არც კონსტიტუცია აინტერესებს და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ქვეყანას აქცევენ იზოლაციაში და მიზანმიმართულად ბლოკავენ მოქალაქეების სიღარიბისგან თავის დაღწევის ყველანაირ საშუალებას. 26 ოქტომბერი არის რეალური შანსი, რომ ერთიანობით შევცვალოთ რეჟიმი და გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის საქმეში”, – განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის განცხადებას „ერთიანობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”