ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი ხუბუა დანიშნეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი , განათლების მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალდანიშნულ რექტორს, გიორგი ხუბუას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა“, – წერია ოფიციალურ ცნობაში.
გიორგი ხუბუა 2006-2010 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მის გადადგომას წინ უძღოდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან რარიტეტული წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებული მოვლენები. ხუბუა კატეგორიულად უარყოფდა მისი რექტორობის დროს წიგნების დაკარგვას. გარდა ამისა, უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომელი ხუბუას ხელფასების არასამართლიან გადანაწილებაში ადანაშაულებდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს საქველმოქმედო ფონდის, „ქართუს“ დაფუძნებულია. დღეისათვის უნივერსიტეტში 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის ვებსაიტზე KIU-ს რექტორად ჯერ ისევ პროფესორი ალექსანდრე თევზაძეა მითითებული.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში