მდინარაძე: ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავთან ხომ მართლები ვართ, რომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავთან ხომ მართლები ვართ, რომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც არჩევნებში ს ჩარევის საკითხზე გაამახვილა ყურადღებაზე და საქართველოს მოსახლეობის არჩევანის დაცვაზე ისაუბრა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ჩარევა არც რუსეთის და არც სხვა რომელიმე მხრიდან არ არის გამორიცხული, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს პატარა და მოწყვლად ქვეყანაში.
„ჩარევა შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც. ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია რუბლებით დაფინანსებული და დოლარით დაფინანსებული. შესაბამისად, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, რომ ეს ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან იქნება, აიცილო თავიდან. ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, რეალურად ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავთან ხომ მართლები ვართ, რომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის, ამ ზომაზე ვართ მისულები. იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს, ამაყი იყოს, საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მისმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები, ამისთვის ჩვენი შვილების ინტერესებიც გაგვიწირავს თურმე ხომ ?! შესაბამისად, ეს იქნება რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის, ვინ რას დამიძახებს, თუ ჩემს თავთან მართალი ვარ, პირველ რიგში და ჩარევებისგანაც თუ თავისუფალი ვიქნები ყველა მიმართულებიდან”, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სინდისზეა, ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა!

ბიძინა ივანიშვილი – მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაცმოძრაობის“ გასამართლების საკითხი – პირობას გაძლევთ, ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!

ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა – ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა

ბიძინა ივანიშვილი – კახეთი, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, ასე იყო უწინაც, ასეა ახლაც – ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას