თუ ვინმეს გონებაში “იხარშება” ის სცენარი, რომ თავს დაესხმება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ააყირავებს ვითარებას ნაცრადიკალთა და “გლობალური ომის პარტიის” სასარგებლოდ, მწარედ ცდება

თუ ვინმეს გონებაში “იხარშება” ის სცენარი, რომ თავს დაესხმება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ააყირავებს ვითარებას ნაცრადიკალთა და “გლობალური ომის პარტიის” სასარგებლოდ, მწარედ ცდება
„ტერორისტული აქტის პრევენციისა და მომხდარის შემდეგ გამოძიებებს შორის უდიდესი სხვაობაა – -ში დონალდ ტრამპს ესროლეს, ხოლო საქართველოში სა და სხვა პოლიტიკური ლიდერების სიცოცხლის ხელყოფას აპირებდნენ, სავარაუდოდ, რადგან სასამართლოს ჯერ არ უთქვამს თავისი სიტყვა“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქზე“.
აბაშიძის თქმით, სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე არიან და საზოგადოება არასდროს დაუშვებს ნაცმანქურთების ხელისუფლებაში დაბრუნებას.
„ტერორისტული აქტის პრევენციისა და მომხდარის შემდეგ გამოძიებებს შორის უდიდესი სხვაობაა – აშშ-ში დონალდ ტრამპს ესროლეს, ხოლო საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების სიცოცხლის ხელყოფას აპირებდნენ, სავარაუდოდ, რადგან სასამართლოს ჯერ არ უთქვამს თავისი სიტყვა.
ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით წარდგა გელა კახაბრიშვილი. საქმეზე უკვე გამოკითხულნი არიან და გამოიკითხებიან სხვა პირებიც.
ამას წინ უძღოდა ღალატის პარტიის პროპაგანდისტების უმწეო ხავილი იმის შესახებ, რომ დაბარება-გამოკითხვები მიმდინარეობდა იმის გამო, რომ პირები ში იბრძოდნენ აგრესორი ს წინააღმდეგ. ეს “ინდულგენცია” ვერსად იქნება, თუ საქმე გვაქვს სავარაუდო უმძიმეს დანაშაულთან. ეჭვმიტანილთა “გაკეთილშობილების” მცდელობა ისეთივე სამარცხვინოა და უფრო მძიმეა, ვიდრე თავის დროზე დაკავებული ნაცაქტივისტის, უჩა აბაშიძის “შერაცხვა” “თავისუფლებისთვის მებრძოლად”. სინამდვილეში, მეუღლესთან ერთად ‘სუტინიორობითა’ და შანტაჟით იყო დაკავებული.
ყურადსაღებია ისიც, რომ ნაცრეჟიმისგან განსხვავებით, საქართველოს დეპოლიტიზირებულმა სპეცსამსახურებმა არ დადგეს იაფფასიანი შოუ ძალის სადემონსტრაციოდ – ცივილიზებულად, სუს-ში და სასამართლოში გამოკითხვები საწყის ეტაპზე.
თუ ვინმეს უბინძურეს გონებაში “იხარშება” ის სცენარი, რომ თავს დაესხმება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ააყირავებს ვითარებას ნაცრადიკალთა და “გლობალური ომის პარტიის” სასარგებლოდ, ძალიან მწარედ ცდება. ჩვენი სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე არიან და საზოგადოება არასდროს დაუშვებს ნაცმანქურთების ხელისუფლებაში დაბრუნებას. დაველოდოთ სკრუპულოზურ გამოძიებას.“-წერს გია აბაშიძე.
Previous: ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ არიდებს ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარს

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების ფარული მხარეა