ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად

ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, სწორედაც ერთი დიდი სცენარის ნაწილია: უნგრეთის პრემიერ მინისტრ ორბანზე თავდასხმა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს და -ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა. ახლა კი ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად, – ამის შესახებ ექსპერტი, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი აცხადებს, რომ ტერორისტული აქტი იმ პიროვნების მიმართ იგეგმებოდა, რომელმაც სამშობლოს მშვიდობა არაფერზე გაცვალა. ის სვამს კითხვას, რატომ მალავდა ოპოზიციური მედია, გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები საზოგადოებისგან ასეთ სკანდალურ საქმეს.
“ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, სწორედაც ერთი დიდი სცენარის ნაწილია: უნგრეთის პრემიერ მინისტრ ორბანზე თავდასხმა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს და -ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა. ახლა კი ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად. იმ ადამიანის მოსაკლავად, რომელმაც არაფრის ფასად არ გაცვალა თავისი სამშობლოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
ყველაფერზე წამსვლელი ადგილობრივი და უცხო ძალებმა იციან რომ არჩევნებში მათ მარცხი გარდაუვალია, მათი ბოროტი განზრახვითა და წარმოდგენით ასეთი პოლიტიკური მკვლელობის აქტი, მათ გზას გაუხსნიდა სახელმწიფო გადატრიალებისაკენ, თავიდან ბოლომდე ამოატრიალებდა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ვექტორს. ცხადია, დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება – რატომ მალავდა ასეთ სკანდალურ საქმეს ოპოზიციის მედია და გამოკითხული პირები და ადვოკატები? დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს გამოიძიებენ და უფრო დიდი სურათი გამოჩნდება,” – წერს ნიკოლეიშვილი.
Previous: თუ ვინმეს გონებაში “იხარშება” ის სცენარი, რომ თავს დაესხმება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ააყირავებს ვითარებას ნაცრადიკალთა და “გლობალური ომის პარტიის” სასარგებლოდ, მწარედ ცდება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს