სპეციალური ოპერაციების სარდლობის – სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა

სპეციალური ოპერაციების სარდლობის – სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა
საწვრთნელ ბაზა მანავში სპეციალური ოპერაციების სარდლობის – სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მორიგი ნაკადის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა, რომელიც მოიცავდა მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკას, ჯვარედინ მომზადებას, სპეციალისტების მომზადებას, დაგეგმვის პროცესსა და შემაჯამებელ სწავლებას. პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა საცეცხლე, აერომობილური, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებაც გაიარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წიგნების – „აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ და „ეთნოგრაფიული აჭარა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად დაესწრო

სცენარი 2 – „არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება“ უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ