პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” 70% “მკვდარზე ვენოკი” ხალხია – მურთაზ ზოდელავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მურთაზ ზოდელავას შეფასებით, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” 70% “მკვდარზე ვენოკი” ხალხითაა დაკომპლექტებული. ეს განცხადება ზოდელავამ “ღამის კურიერის” ეთერში გააკეთა.
“პარლამენტში რა ვითარებაA – რა თქმა უნდა, იქ არიან ძალიან აქტიური ადამიანები ჩვენი პარტიიდანაც და სხვა პარტიიდანაც. ის ადამიანები, ვინც პოლიტიკური სქილების გამო, მიმწოლობის გამო და ბრძოლის გამო, საბედნიეროდ 30%-ში მაინც მოხვდნენ… თუმცა არ მინდა ცუდი სიტყვები ვთქვა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” 70% “მკვდარზე ვენოკი” ხალხია. ღმერთმა ესენი ათასი წელი აცოცხლოს და უფრო მდიდრად, ვიდრე დღეს ცხოვრობენ, მაგრამ ადამიანებო უნდა აირჩიოთ რა – ან ბიზნესი ან ბრძოლა,” – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ – ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა