საბა ბუაძე – „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 51-ე საჯარო სკოლაში იყო დასაქმებული, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს – ხელისუფლება ცდილობს განათლების სისტემა საკუთარი ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, პარტიის თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ღვინჯილია, რომელიც 51-ე საჯარო სკოლაში იყო დასაქმებული, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
როგორც მან დღეს სკოლასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება განათლების სისტემის საკუთარი ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს.
„ხელისუფლება, რომელიც საქართველოში პუტინის ს ინტერესებს ემსახურება, დაკარგული აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ახლა, ამ ყველაფრის ფონზე, ცდილობს განათლების სისტემა საკუთარი ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს. ს მოახლოებასთან ერთად, ვხედავთ იმ გაზრდილ წნეხს, რომელიც განათლების სისტემაშია. რამდენიმე დღის წინ, ჩვენი პარტიის თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, 51-ე სკოლაში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც განათლების სისტემაზე უკვე დიდი ხანია ერთადერთი მიზნით მიმდინარეობს – როგორც საარჩევნო რესურსი ისე მოხდეს განათლების სისტემის გამოყენება. ჩვენ ვხედავთ უკვე არაერთ შემთხვევას. მანანა ღვინჯილიას შემთხვევა იყო ბოლო, იქამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორის გათავისუფლება ე.წ. „რუსულ კანონზე“ პეტიციის ხელმოწერის გამო და კიდევ ძალიან ბევრი შემთხვევა, სადაც ეს ხელისუფლება განათლების სისტემის თანამშრომლებზე, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე პოლიტიკურ დევნას აგრძელებს. ყველა ასეთ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ მათ გვერდით! ჩვენ დავიცავთ მათ ინტერესებს და დავეხმარებით ამ პოლიტიკური ზეწოლის თავიდან აცილებაში, იმისთვის, რომ ოქტომბერში ყველამ ერთად ჩავაბაროთ წარსულს ხელისუფლება, რომელიც განათლების სისტემას იყენებს ერთადერთი მიზნით, საარჩევნოდ მასწავლებლებისგან და აქ დასაქმებული ადამიანებისგან ხმები ამოტუმბოს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ამასთან, როგორც 51-ე საჯარო სკოლის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, მანანა ღვინჯილიამ განაცხადა, ის სამსახურიდან 18 ივლისს, გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს.
„ვიყავი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, ტექნიკურ პერსონალს წარმოვადგენდი. დაახლოებით, ორი თვის წინ, დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ უნდა დამეწერა განცხადება და წავსულიყავი საკუთარი ნებით. მიზეზად მომიყვანა ის ფაქტი, რომ მას უკვე შერჩეული ჰყავდა ჩემს თანამდებობაზე კანდიდატურა, მამაკაცი, რომელიც მისი გადმოსახედიდან, უკეთესად შეასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას. მისთვის ცნობილი იყო ჩემი ოჯახური მდგომარეობა, მაგრამ კიდევ ერთხელ განვუმარტე და ვუთხარი, რომ ვარ დევნილი დან, უსახლკარო, ვცხოვრობ ქირით, ვარ სოციალურად დაუცველი, მყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, მოხუცი დედა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ მე და ეს სამსახური და აქედან მიღებული მცირედი შემოსავალი ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ყოველგვარი გაფრთხილებისა და კომპენსაციის გარეშე, 18 ივლისს გამომიცხვეს ბრძანება შეთითხნილი ბრალდებებით და გამათავისუფლეს სამსახურიდან. ჩემი შვილი სწავლობს ამ სკოლაში. მე მას არ გადავიყვან ამ სკოლიდან. ის გააგრძელებს აქ სწავლას, დირექტორის გასაგონად მინდა ვთქვა და მე ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას“, – განაცხადა მანანა ღვინჯილიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ – პროვოკაციებს უმკაცრესი პასუხი გაეცემა