ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს

ცხინვალის [დე ფაქტო] სასამართლომ გამყოფ ხაზზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს რამაზ ბეღელურს 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ახლობლების თქმით, ის უკვე მეხუთედ დააკავეს
2021 წლის დასაწყისში ორი თვე მან ცხინვალის იზოლატორში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ, ბეღელურმა განაცხადა, რომ პატიმრობის პერიოდში მასზე ფიზიკურად იძალადეს.
დაკავებულის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბეღელურს ეპილეფსია აქვს. ხოლო ბოლო დაკავების შემდეგ, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მას მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბეღელურის გასათავისუფლებლად ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენება. კერძოდ, ეს საკითხი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრის დღის წესრიგში დადგება, რომელიც დღეს, 23 ივლისს არის დაგეგმილი.
ამ დროისთვის ცხინვალში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება პატიმრობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

IPSOS-ის კვლევის ავტორი – ყველა მხარე საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება – ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველო სანიმუშო მაგალითად გამოდგეს