ასპინძასა და ნინოწმინდაში ბრუცელოზის შემთხვევები გამოვლინდა

ინფექციური დაავადება ბრუცელოზი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში ერთ პირს დაუდასტურდა, ხოლო ცხოველში ბრუცელოზის შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი ამბობს, ბრუცელოზით ინფიცირების ერთი შემთხვევა, მიმდინარე წლის აპრილში, სოფელ ივერიაში გამოვლინდა. ინფექცია მამაკაცს დაუდასტურდა. იგი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, აქ ბრუცელოზი მხოლოდ პირუტყვს დაუფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!