კრასნოდარის ოლქის „კავკაზის“ პორტში დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

კრასნოდარის ოლქის „კავკაზის“ პორტში დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.
„კიევის რეჟიმმა კრასნოდარის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმა კვლავ სცადა. დღეს დილით, „კავკაზის“ პორტში საბორნე გემს თავს დრონები დაესხნენ. სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის დაშავებულები და გარდაცვლილები არიან“, – განაცხადა გუბერნატორმა.
ოპერატიული სამსახურების ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – შიშვლდება ოპოზიციის დიდი ნაწილი ივანიშვილის წინაშე მოლაპარაკებების თხოვნით, პატიმართა შეწყალების ხვეწნით, არჩევნების იმედის გამოხატვით – უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა