ბანგლადეშში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რაოდენობა 2500-ს აჭარბებს, ხოლო დაღუპულია სულ მცირე 173 ადამიანი

ბანგლადეშში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რაოდენობა 2500-ს აჭარბებს, ხოლო დაღუპულია სულ მცირე 173 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
ბანგლადეშში, სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემას სტუდენტები უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ. გასულ კვირას ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა და 19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა.
კვირას, ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ სტუდენტების საპროტესტო აქციების ფონზე კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა. თავდაპირველად, სამთავრობო დაწესებულებებში სამუშაო ადგილების 30% 1971 წლის ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ომის ვეტერანთა ნათესავებისთვის გამოიყოფოდა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვეტერანთა შთამომავლებისთვის კვოტა 5% შემცირდა და სამუშაო ადგილების 93% დამსახურების მიხედვით გამოიყოფა. დარჩენილი 2%-ის გამოყოფა კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ტრანსგენდერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…