გამოკითხულთა 34% სასამართლო სისტემას არ ენდობა – CRRC

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 34% სასამართლო სისტემას არ ენდობა, აქედან 18% საერთოდ არ ენდობა, 16% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა.
„CRRC-საქართველოს“ წინა კვლევასთან შედარებით, სასამართლოსადმი ნდობის მაჩვენებელი 2%-ითაა შემცირებული. 2021 წელს, სასამართლოს გამოკითხულთა 36% ენდობოდა.
2024 წლის კვლევით, სასამართლო სისტემას სრულად გამოკითხულთა მხოლოდ 7% ენდობა, 29% ირჩევს – „არც ვენდობი, არც არ ვენდობი“, „არ იცის “ – 14%-მა.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობა.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.