გამოკითხულთა 88% სოციალური ქსელებიდან Facebook-ს იყენებს – სოც-ქსელების რეიტინგი

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ 88% სოციალური ქსელებიდან Facebook-ს იყენებს; 9% – საერთოდ არ სარგებლობს Facebook-ით.
Instagram-ს გამოკითხულთა 34% იყენებს, 63% – არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;
X-ს, იყენებს – 4%, 93% – არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;
Youtube – იყენებს – 60%, 37 – არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;
Tiktok – იყენებს – 34%, 64 – არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;
Vkontakte-ს, იყენებს – 3%, 94% – არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;
Odnoklassniki-ს იყენებს – 2%, 96% – არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.