საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და რუმინეთი კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შეთანხმებას გააფორმებენ – მედია

თურქმენეთი მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტზე. თურქმენეთმა დაადასტურა თავისი განზრახვა, მოაწეროს ხელშეკრულებას კასპია ზღვა-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ. ინფორმაცია თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აჰმედ გურბანოვის შეხვედრას მოჰყვა რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ადრიან გეორგე ფოგისთან. ინფორმაციას აზერბაიჯანული Trend-ი ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, მოემზადონ 2024 წელს ბუქარესტში ოთხმხრივი (თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი) მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერისთვის კასპია ზღვა-შავი ზღვა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ.
ვრცლად europetime.eu